საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც რუსეთმა ორმხრივ ფორმატში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება ვერ მოახერხა. ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ელვირა ნაბიულინამ დღეს გააკეთა.
"ჩვენ მრავალმხრივი საკითხები დაგვრჩა. გასულ წელს ჩვენ ყველა ორმხრივი საკითხი დავხურეთ - აშშ-სთან, ორმხრივი საკითხები დავხურეთ ევროკავშირთან, ახლა კი მრავალმხრივი საკითხები დაგვრჩა", _ აღნიშნა რუსეთის მინისტრმა და კითხვაზე პასუხის გაცემისას - დახურულია თუ არა ყველა საკითხი საქართველოსთან, ერთმნიშვნელოვნად უპასუხა: "არა".