კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის მთელი ტერიტორია დატბორილია, მდგომარეობა საგანგაშო არ არის. სპეციალისტების შეფასებით ტაძარს არც კონსტრუქციული პრობლემები გააჩნია.
შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ერთადერთი საკითხი, რომელიც დღეს ადგილზე ჩასულმა სპეციალისტებმა მეუფესთან ერთად განიხილეს, არის ტაძრის ტერიტორიაზე არსებული ხევის გაწმენდითი სამუშაოები, რომელთა განხორციელება უკვე დაიგეგმა და უახლოეს მომავალში დაიწყება.
ხევის გაწმენდასთან ერთად მოეწყობა ჯებირები და ძეგლი დაცული იქნება იმ პრობლემებისგან, რომლებიც მის წინაშე დგას.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სრული რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს და მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი ახრციელებს.
აღსანიშნავია ასევე, რომ ამჟამად არსებული კარგი ამინდის გამო ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია შრება.