მოსკოვში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია "აფხაზური სამეფოს ხელოვნება VIII-XI საუკუნეებში, ქრისტიანული ძეგლები ანაკოფიის ციხესიმაგრისა", ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წიგნი ქრისტიანული ხელოვნების ძეგლების ანალიზისადმია მიძღვნილი, რომლებიც ანაკოფიის ძეგლიდან მომდინარეობს და რომელიც ახალ ათონშია განთავსებული.
"მეცნიერთა ვარაუდით, ანაკოფია აფხაზური სამეფოს პირველი დედაქალაქი იყო. წიგნში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი უძველეს ქვებზე არსებულ წარწერებს და ციხესიმაგრის რელიეფებს", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ წიგნის შექმნაზე აფხაზი და რუსი მეცნიერები ერთად მუშაობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები