აშშ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების კანონიერებასა და მის შედეგებს არ ცნობს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ს საელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
"ამერიკა ადასტურებს საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი", _ აღნიშნულია განცხადებაში.
12 დეკემბრის ე.წ არჩევნებს არ აღიარებს ევროკავშირიც.
"ევროკავშირი არ ცნობს იმ საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", _ ნათქვამია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შევედეთის შესაბამისი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.