ქვესადგურში "ცენტროლიტი" სარემონტო სამუშაოების გამო 20 ივნისს 10 საათიდან 18 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ცენტროლიტის დასახლების, სარაჯიშვილის, ჯანჯღავას, ბარალეთის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, კაჭარავას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.