დეპუტატები ჯონდი ბაღათურია და კონსტანტინე გამსახურდია პრეზიდენტს ცოტნე გამსახურდიას თავდებით გათავისუფლებას სთხოვენ.
აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლის შესახებ შესაბამისი განცხადებებით გამსახურდია და ბაღათურია მიხეილ სააკაშვილს დღეს მიმართავენ.
დეპუტატების თქმით, დაკავებული ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ციხის პირობებში ყოფნა მის მდგომარეობას უფრო ამძიმებს.
"ვინაიდან დაკავებული ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უაღრესად მძიმეა, ჩვენ გადავწყვიტეთ, მივმართოთ თხოვნით პრეზიდენტს, გამოიჩინოს შუამდგომლობა და შეუცვალოს მასაღმკვეთი ღონისძიება იქამდე, ვიდრე დასრულდება გამოძიება", _ განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
ცოტნე გამსახურდია ერთი თვის წინ, მეზობლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. გამსახურდია დანაშაულს არ აღიარებს.