ევროკავშირმა 12 დეკემბერს სეპარატისტულ აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები უკანონოდ სცნო. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"ევროკავშირი არ აღიარებს საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ეს არჩევნები. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიულ მღლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ ფარგლებში", _ ნათქვამია განცხადებაში.