15 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება. განცხადების პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობისგან რეაგირებას ითხოვს, განსახილველად მზადაა და პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად შევიდა.
საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების გახშირებასთან დაკავშირებით პარლამენტი სპეციალურ განცხადებას მიიღებს. განცხადება ქრონოლოგიურად ასახავს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ზონებში. მასში ასახულია აფხაზეთის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებიც.
პარლამენტის მიერ მიღებული განცხადება ყველა მეგობარი ქვეყნის პარლამენტს გადაეგზავნება