საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადების თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.
როგორც საია მიიჩნევს, შეთავაზებული კანონპროექტის რედაქცია შეიცავს, როგორც ბუნდოვან, ისე ადამიანის უფლებების დარღვევის პოტენციურ საფრთხეს.
„პირველ რიგში, გამოსაყოფია წინააღმდეგობა კანონპროექტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18აპრილის გადაწყვეტილებას შორის, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული დებულებები. მათ შორის, დებულება, რომელიც შეიცავდა ბლანკეტურ აკრძალვას საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირების მიერ აქციის ორგანიზებაზე და ჩანაწერი, რომელიც ერთ პირს ართმევდა უფლებას, ყოფილიყო შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი.კანონპროექტის მუხლები, რომლებიც კრძალვას მანიფესტაციის გამართვას ცალკეული შენობებიდან 20 მეტრის რადიუსში ასევე, ნაწილობრივ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ფორმულირება მაინც წარმოადგენს ბლანკეტურ შეზღუდვას და შეკრებებისა და მანიფესტაციების რეგულირებისას აქცენტი უნდა კეთდებოდეს შენობების შესასვლელების ბლოკირების შეზღუდვაზე და არა ფორმალურ რადიუსზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არა კონსტიტუციურად ცნობილი ნორმების სრულად, ან ნაწილობრივ ხელახლა კანონმდებლობაში დაბრუნება წარმოადგენს კონსტიტუციური მართლმსაჯულების მნიშვნელობის სრულ უგულვებელყოფას და ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია", - აღნიშნულია განცხადებაში.
საიას მტკიცებით, ასევე, აღსანიშვანავია, კანონპროექტის ბუნდოვანი და პოტენციური საფრთხის მატარებელი დებულებები, მათ შორის, ნორმა რომლის მიხედვითაც „შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბალანსი შეკრებისთავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს, აქვს ბიზნესი იმ ადგილებში სადაც მიმდინარეობს შეკრება.
„" ამ ჩანაწერის მიხედვით, ცალსახად არ ჩანს ვის შეიძლება მიემართებოდეს აღნიშნული ვალდებულება. ამავე ნორმის თანახმად, ბალანსის დაცვის მიზნით „შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება." ნათელია, რომ დროისა და ადგილის შეზღუდვა წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში ჩარევას. იმისათვის, რომ ეს ჩარევა კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებული იყოს, აუცილებელია შეზღუდვა იყოს კანონით განსაზღვრული, ცხადი და ნათელი. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით წესდება ვადა, 15 წუთის ოდენობით,რომლის განმავლობაშიც ორგანიზატორმა უნდა მოახდინოს უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადებაზე რეაგირება. თუმცა, ცალსახად არ ჩანს, 15 წუთი ორგანიზატორს მიეცემა რეაგირების მოსახდენად, თუ კანონმდებელი 15 წუთს აწესებს დარღვევის აღმოსაფხვრელად და მაგალითად, სავალი გზის გასახსნელად. თუკი,კანონპროექტით გათვალისწინებული 15 წუთიანი ვადა შეეხება, სავალი გზის გახსნას, ან სხვაგვარი დარღვევის აღმოფხვრას, შესაძლოა დადგეს ამ დროის გონივრულობის საკითხი", - იუწყება ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია.
მათი აზრით, გარდა ზემოთაღნიშნული დებულებებისა,ბუნდოვანია რას გულისხმობს კანონმდებელი, როდესაც ზღუდავს ისტორიული, არქეოლოგიური,არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების მიმართ „სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას".
„ზემოაღნიშნული, ბუნდოვანი და საფრთხის შემცველი დებულებების ჩამონათვალი არ არის სრული დაამომწურავი. საია აგრძელებს წარმოდგენილი კანონპროექტის შესწავლას და სამართლებრივი ანალიზის მომზადებას კანონპროექტის ყველა პრობლემურ საკითხზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი შეეხებაადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებრივ ინტერესსსაკითხის საპარლამენტო განხილვების მიმართ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პარლამენტმა კანონპროექტისგანხილვა მოახდინოს გონივრულ ვადებში და უზრუნველყოს თითოეული დაინტერესებული მხარისმონაწილეობა ამ პროცესში. ამასთან, საქართველოს პარლამენტის წევრებს მოვუწოდებთ, არ დაუშვანსაკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება ინიცირებულ ცვლილებებზე მსჯელობისას", -აღნიშნულია განცხადებაში.