მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" გამგეობის წევრმა შოთა ბურჯანაძემ ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში პრესკონფერენცია გამართა. იგი აპროტესტებს ხელისუფლების განზრახვას, რომ ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მემორიალის დემონტაჟი განხორციელდეს.
შოთა ბურჯანაძის შეფასებით, ეს იქნება ბარბაროსული ქმედებ.
"ყოველი წლის 9 მაისს მერაბ ბერძენიშვილის სკულპტურასთან ომის ვეტერანები იკრიბებიან და წარსულს იხსენებენ. აღმაშფოთებელია ისიც, რომ მემორიალის დანგრევას ავტორთან შეუთანხმებლად აპირებენ", _ აცხადებს ბურჯანაძე.
მისი თქმით, ძეგლის დემონტაჟის თარიღს და ფორმას სიმბოლური დატვირთვა აქვს _ მიხეილ სააკაშვილის და სტალინის დაბადების დღეს, 21 დეკემბერს, ხელისუფლება მონუმენტის აფეთქებას აპირებს.
"მერაბ ბერძენიშვილის ქმნილება, როგორც ჩანს, სააკაშვილის იდეა-ფიქსს - პარლამენტის ქუთაისში გადატანას _ ეწირება. ყოველ შემთხვევაში, მმართველ რეჟიმს განზრახული აქვს, რომ სკულპტურის ადგილზე საკანონმდებლო ორგანოს შენობა ააგოს. პარლამენტის შენობის გეგმა ჯერ ჩანასახშიც არ არის. არ არსებობს არანაირი პროექტი და სახსრები ამის განსახორციელებლად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არაფრის ამშენებელ ხელისუფლებას მხოლოდ ნგრევის მანია სჭირს", _ აღნიშნა ბურჯანაძემ.