პაკისტანელმა სამართალდამცველებმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სადაზვერვო სამსახურის 5 აგენტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს. დაკავებულებს ბრალი ედებათ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაში „ალ ქაიდას" ლიდერ ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის დადგენასა და სალიკვიდაციო ოპერაციის ჩატარებაში. დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ეროვნული სადაზვერვო სამსახურს.
როგორც დასავლური მედია იუწყება, აღნიშნული ფაქტი აშშ-სა და პაკისტანს შორის ურთიერთობის დაძაბვას უკავშირდება. ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პაკისტანის მაღალჩინოსნები ოსამა ბინ ლადენის მფარველობაში დაადანაშაულა. პაკისტანი დღემდე უარყოფს, რომ მთავრობაში იცოდნენ, თუ სად იმყოფებოდა ნომერ პირველი ტერორისტი.