მმართველი გუნდის წვერები პროგრესად აფასებენ იმ ფაქტს, რომ ოპოზიციის ლიდერები საკანონმდებლო ორგანოს ეგრეთ წოდებულად აღარ მოიხსენებენ.
აღსანიშნავია, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არასაპარალმენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა, რაც პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გაიკვირვა და განაცხადა, რომ თუ დავითაშვილს "პარლამენტში მუშაობა სურდა, უნდა შესულიყო".
მაჭავარიანს უმრავლესობის წევრი ხათუნა გოგორიშილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციაში პროგრესია, რადგან ორი თვეა, რაც ლეიბორისტული პარტია და დანარჩენი ოპოზიციის ლიდერები ორგანოს ეგრეთ წოდებულს აღარ ეძახიან.
უმრავლესობას ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ შეახსენა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას პარლამენტში შემოსვლის უფლება მიმდინარე წლის იანვრამდე აქვს.
"ასე, რომ ნუ იჩქარებთ, იქნებ შემოვიდნენ კიდეც", - დასძინა ვეფხვაძემ