ფაქტი, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევას აღწერს, საჭიროებს არა კონკრეტული სახელმწიფო უწყებების ადვოკატირებას, არამედ ამ დარღვევი წარმოშობის გაანალიზებას. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა მოხსენების დროს აღნიშნა.
"მადლობელი ვარ პარლამენტარების, რომლებიც დაინტერესდნენ ანგარიშით, სრულად ან ნაწილობრივ გაეცნენ დოკუმენტს, მას განიხილავენ, როგორც არსებული ვითარების შეფასებას და ეძებენ გამოსავალს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად", - მიმართა პარლამენტს ტუღუშმა.
ომბუდსმენის შეფასებით, ანგარიშის წარმოდგენის მიზანია სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის შეფასება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია პარლამენტმა მის ანგარიშზე ისეთი დადგენილება მიიღოს, სადაც სამოქმედო გეგმა იქნება გაწერილი უფლებათა დაღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველი 2010 წლის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპატები გაიმართება.