სახალხო დამცველი პარლამენტში მოხსნების დროს 26 მაისის მოვლენებსაც შეეხება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა პლენარულ სესიის დაწყების წინ განუცხადა.
ტუღუშის თქმით, პარლამენტის წინაშე ერთსაათიანი მოხსენებით წარსდგება და მის მოხსენებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით.
"ჩემს მოხსენებაში, ასევე, მოკლედ შევეხები 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს. მიმაჩნია, რომ აქციის დაშლის დროს მომხდარი ყველა ფაქტის გამოძიება უნდა მოხდეს", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში რამდენიმე წუთში სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის მოსმენა დაიწყება.