სახალხო დამცველის აპარატსა და პარლამენტს შორის პრობლემები არსებობს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა პლენარულ სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
"პარლამენტი კანონპროექტებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, რის გამოც შემდეგ ურთიერთობების გარკვევა ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში გვიწევს, როგორც ეს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მოხდა", - აღნიშნა ტუღუშმა.
მისივე თქმით, ომბუდსმენის აპარატმა საკანონმდებლო ორგანოს სისხლის სამართლის საპროცესო, სისხლის სამართლის კოდექსთან და საერთო სასამართლოების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებების რეკომენდაციით მიმართა, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის გათვალისწინებული.