საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს, შეკრებასა და მანიფესტაციებზე პასუხისმგებლობა ისევ აეკრძალებათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შედის.
კანონის ძველი რედაქციით, მანიფესტაციის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება ყოფილიყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმდა.
ინიცირებული პროექტის მიხედვით კი, კანონში შეზღუდვა ძველი რედაქციით ბრუნდება. კერძოდ, მანიფესტაციაზე პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები.
კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან.