თურქეთის პოლიციამ ჰაკერობაში ეჭვმიტანილი 32 ადამიანი დააკავა.
როგორც თურქული მედია იუწყება, დაკავებულები ანონიმური ჰაკერთა დაჯგუფების წევრები არიან. ჰაკერები აპროტესტებდნენ ეროვნული ქსელის ფილტრაციის სისტემას და ამის გამო რამდენიმე კიბერშეტევა განახორციელეს, მათ შორის თურქეთის სატელეკომუნიკაციო ვებ-გვერდზე.
ინტერნეტქსელის ფილტრაციის პაკეტი 22 აგვისტოდან ამოქმედდება და ის სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი. თურქეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აღნიშნული პროექტი ქსელებზე წარმოქმნილ საფრთხეებს შეამცირებს. ის გამოყენებული იქნება ვებ-გვერდის მონიტორინგისთვის და შეამცირებს კიბერთავდასხმების დროს წარმოქმნილ საფრთხეებს.
თურქეთში აღნიშნული პროექტის დამტკიცების შემდეგ მასობრივი მანიფესტაციები დაიწყო. 10 ივნისს ანონიმურმა ჰაკერთა ჯგუფებმა სერიოზული დარტყმა მიაყენეს სამთავრობო საიტებს.
ჰაკერები გუშინ ესპანელლმა სამართალდამცველებმაც დააკავეს. ალმერიაში, ალიკანტესა და ბარსელონაში მათ 3 ჰაკერი დააკავეს.