მომავალი ერთი წლის განმავალობაში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პროექტზე საერთო ჯამში 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება, ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მან ქვეყნის პირველი პირის სახელით გასულ კვირას მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში გუბერნატორებსა და მთავრობის წევრებთან პრეზიდენტის მიერ გამართული შეხვედრა შეაჯამა და სამომავლოდ დაგეგმილი მსხვილი პროექტების შესახებ ისაუბრა.
„მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების ჯამური ღირებულება 2 მილიარდ ლარს შეადგენს, მათ შორის რამდენიმე მსხვილი პროექტია. კერძოდ, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის, საგზაო მაგისტრალების, ხიდების მშენებლობა და სოფლის დახმარების პროგრამა. ამ პროექტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ათასობით დასაქმებული ადამიანი", - განმარტა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე ათასობით ადამიანი საქმდება, დასაქმება მთავრობის მაინც მთავარი გამოწვევაა.
მასალის გამოყენების პირობები