დღეს, 14 ივნისს, საქართველოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ეწვევა.
ბილდტი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვა და შეხვედრებს ბათუმსა და თბილისში გამართავს.
შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს. შეხვედრა ბათუმშია დაგეგმილი.
უკვე თბილისში კი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან გამართავს შეხვედრას.
მასალის გამოყენების პირობები