რეინტეგრაციისსაკითხებში სახლემწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ქართველ ექსპერტებს ხვდება.
"თბილისი-მარიოტში" მიმდინარე შეხვედრაზე იაკობაშვილი ექსპერტებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტს აცნობს, რომელიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება, რადგან სათუთ თემებზე გვაქვს საუბარი. ჩვენ ჩვენს კურს არ ვუხვევთ - მოვამზადეთ სტრატეგია, რომლის მიზანიც იმ ხალხთან ურთიერთობაა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხცხოვრობენ, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა და პოლიტიკური სიმპათიებისა", - განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს.
შეხვედრას მამუკა არეშიძე, ირაკლი მენაღარიშვილი, თორნიკე შარაშენიძე, ანდრო ბარნოვი, ირაკლი სესიაშვილი და პაატა ზაქარეიშვილი ესწრებიან.
იაკობაშვილმა აღნიშნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით ექსპერტებთან შეხვედრა ერთხელ უკვე გამართა. მან სტრატეგია ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც გააცნო.
როგორც მინისტრის აპარატში განმარტავენ, დოკუმენტი უკვე მზადაა, თუმცა მისი გამოქვეყნების თარიღი უცნობია.