საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომანდენელმა დევიდ ჰოულიმ დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ ფონდის ყოფილი დირექტორის დომინიკ სტროს-კანის დაპატიმრებამდე, რომელიც სექსუალური ზეწოლის ბრალდებით აიყვანეს, ორგანიზაციის კომპიუტერულ ქსელზე განხორციელდა კიბერთავდასხმა, რომლის მასშტაბებიც ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
ჰოულის თქმით, კიბერთავდასხმამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კომპიუტერულ სისტემაში ,,ძირეული ხარვეზები" გამოიწვია.
New York Times-ის ცნობით, ჰაკერების უცნობმა დაჯგუფებამ დააყენა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მათთვის ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორის სავალუტო ფონდის შიდა ქსელი და იქ განთავსებული ინფორმაცია.
საინფორმაციო სააგენტო "ბლუმბერგი", საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს, წერს, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა დაუდგენელი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.
"ბულმბერგის" წყარომ ასევე განაცხადა, რომ კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებს ხელში ჩაუვარდათ ელექტრონული ფოსტის მისამართები და სხვა მნიშნელოვანი ინფორმაცია."
გამოძიებაში ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიურო.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფლობს საიდუმლო ეკონომიურ ინფორმაციებს მსოფილიოს სხვადასხვა ქვეყნებზე.
,,ჩვენ ვიძიებთ ამ საქმეს, მაგრამ არ მაქვს უფლება კავაკეთო უფრო კონკრეტული კომენტარები მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით,"- განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ არის პირველი, რომელიც კიბერთავდასხმამ დააზარალა. გასულ თვეში მსხვილი კიბერთავდასხმების სერიამ დააზარალა ისეთი კომპანიები, როგორიცაა Google, Sony, Lockheed Martin და Citigroup.