საკრებულოს "ქრისტიან დემოკრატ" წევრ ზაზა გაბუნიას განცხადებით, საქართველოში, ბავშვთა მიმართ ძალადობა კვლავ პრობლემურ საკითხრად რჩება. როგორც გაბუნიამ საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის მიესალმება იგი მიესალმება 2010 წლის 31 მაისს სამი მინისტრის (ჯანმრთელობის დაცვის, განათლების და შინაგან საქმეთა) მიერ ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურების დამტკიცებას, რომლის მიზანი ბავშვის ოჯახში და მის გარეთ ძალადობისაგან დაცვაა.
"ამის მიუხედავად ბავშვთა მიმართ ძალადობა კვლავ რჩება პრობლემურ საკითხად საქართველოში, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. სწორედ ამიტომ მე მოვუწოდებ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის კომპეტენციაში შედის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თანადგომის ღონისძიებების განხორციელება, რომ მისი მუშაობის ფორმა გახდეს უფრო ყოვლისმომცველი და უპასუხოს მთავარ გამოწვევებს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს", - განაცხადა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნიას მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს დაფიქსირებული ბავშვზე ძალადობის შემთხვევბიდან ემოციური ძალადობა გამოვლინდა 38 შემთხვევაში; ფიზიკური 33; უგულებელყოფა 14; და სექსუალური ძალადობის მცდელობა 4 შემთხევვაში.
მისი თქმით ეს არის დაფიქსირებული შემთხვევები, ხოლო სავარაუდოდ გაცილებით მეტია ისეთი ფაქტი, რაც არ გამოვლინდა და ყურადღების მიღმა დარჩა, რისთვისაც გაბუნია აუცილებლობად მიიჩნევს სოციალურ მუშაკთა შტატის გაზრდას: "რადგან მხოლოდ 200 მუშაკი არ არის საკმარისი ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის პრობლემის მოგვარებისა და ფაქტების სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის", - განმარტა გაბუნიამ.