პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი განცხადებებით ხალხი მოლოდინის რეჟიმში დასვა.
„ბევრჯერ ვთქვი სიტყვა. ძალიან ეშინიათ ამ სიტყვის და მიკვირს. ამას ელემენტარული ლექსიკონური განათლება სჭირდება, სხვა არაფერი – როდესაც ვსაუბრობთ აჯანყებაზე, სახალხო აჯანყება აბსოლუტურად არ გულისხმობს შეიარაღებას. 2003 წელს არანაირი შეიარაღება არ ყოფილა, ისე მოხდა. მე რა მაინტერესებს, იცით? როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და ამას ვემხრობი. თქვენ იცით ჩემი პოზიცია, ყველაზე ბოლო ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და მაშინაც ვთვლიდი ბოლომდე, რომ ბოიკოტი ყოფილიყო. თუ ამას აცხადებ, უნდა იყო ბოიკოტში, მაგრამ ნუ კარგი, როგორც მოხდა. ჩვენ ვიბრძოლეთ ქალებმა, რაღაც კეთილსინდისიერად, მამაკაცებმაც, მაგრამ განსაკუთრებით ქალების როლი იყო იმ რუსულ კანონთან დაკავშირებით მეათე მოწვევის პარლამენტში და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის კანონი მაშინ არ გასულიყო. პირველ მოსმენას ვგულისხმობ. ამით ვამაყობ, რადგან მგონია, ეს კეთილსინდისიერი ბრძოლა იყო და მგონი, ოპონენტმაც ყოველთვის უნდა დაინახოს. ოპონენტის კეთილსინდისიერება ყოველთვის უნდა დაინახო. აი, „ფეიკის“ უნდა ეშინოდეს ყოველთვის ყველას. იმიტომ, რომ „ფეიკი“ ბრძოლაში ყველასთვის „ფეიკად“ რჩება. მე კი არ ველოდებოდი ქალბატონი სალომეს პლატფორმიდან უფრო რადიკალურ ნაბიჯებს, მისი განცხადებები იყო ასეთი. მოლოდინის რეჟიმში დასვა ხალხი, პრაქტიკულად. ხომ მართალი ვარ? მგონი, არ ვაჭარბებ და 31-ში, როდესაც პაატას მიკროფონი პრაქტიკულად გამოურთეს და ძალიან უხერხული ვითარება შეიქმნა, ასეთი რამ არც მინახავს, პაატას ძალიან სწორი რეაქცია ჰქონდა. იქ მყოფი ძალიან გულწრფელი ადამიანების, მაგალითად, არაჩვეულებრივი პიროვნება არის ექიმი, ჩახუნაშვილი, შეიძლება იცით, ნამდვილი მებრძოლია და ასეთი ადამიანების განაწყენება, გულის ტკენა ღალატის ტოლფასია. როდესაც შენ ამბობ ამ დროს, აბა, რა ვქნათ, დანარჩენი ყველაფერი რადიკალიზმია. აბა ოპოზიციონერი რადიკალი თუ არ არის, რისი ოპოზიციონერია?“, – განაცხადა ჩარკვიანმა.