მარკო რუბიოს პასუხი, რომელიც ამ საღამოს აიტაცა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ხარობენ და ბედნიერები არიან, შეიძლება ითქვას, რომ არასწორად იყო ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილად ხდება ტირაჟირება მათი მედიასაშუალებების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, ეს იყო პასუხი ჯო უილსონის, შეიძლება ითქვას პროვოკატორულ კითხვაზე, რომელიც სავსე და გაჯერებული იყო ცრუ ინფორმაციით.
„პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს არ იყო ის განცხადება, რომელ განცხადებასაც ჩვენი რადიკალები ასე წარმოგვიჩენენ, ამ ფორმით. ეს იყო პასუხი ჯო უილსონის, შეიძლება ითქვას პროვოკატორულ კითხვაზე, რომელიც სავსე და გაჯერებული იყო ცრუ ინფორმაციით...
მარკო რუბიოს პასუხი, რომელიც დღეს ამ საღამოს აიტაცა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ხარობენ და ბედნიერები არიან, შეიძლება ითქვას, რომ არასწორად იყო ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილად ხდება ტირაჟირება მათი მედიასაშუალებების მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ემსახურება იმას, რომ დამატებით, თუნდაც ოპოზიციაში გუშინდელი დაძაბულობის და ურთიერთბრალდებების გადასაფარად გამოიყენებენ დღეს. დაე, გაიხარონ დღეს საღამოს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ მარკო რუბიოს განცხადება ეხებოდა, პირველ რიგში, კარგად უნდა დავაკვირდეთ, ამერიკის ინტერესების საკითხს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი საუბრობს ამერიკის ინტერესებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, გადის ამერიკის უსაფრთხოებასა და ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებზე. ამ კუთხით გასცა მან პასუხი, რომ რეგიონში და რეგიონებში, ზოგადად თუ მთავრობები არის ანტიამერიკული, ისინი ამ საკითხზე დამატებით იმსჯელებენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებით და პრემიერის ღია წერილი ჩვენ გვახსოვს, ამერიკის შეერთებულ შტატებს პოზიცია ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ აქვს. იმ ძალიან გრძელ რიგში, რა საკითხებიც გადასაწყვეტი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს გლობალური მასშტაბით, საქართველოს ადგილიც ადრე თუ გვიან, გამოინახება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოს მთავრობას ანტიამერიკული უწოდა. "[უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს", - განაცხადა მარკო რუბიომ.