თბილისის მერიისა და სოციალური დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს სამარიტელთა კავშირი პროექტ „მობილური ზრუნვის" განხორციელებას იწყებს. პროექტი მარტოხელა მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლში მოვლას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში, სპეციალური ჯგუფები, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირთაგან არის დაკომპლექტებული 35 მოხუცსა და ინვალიდს მოემსახურება.
თბილისის მერიის, სოციალური დაცვის სააგენტოსა და საქართველოს სამარიტელთა კავშირის წარმომადგენლები სამმხრივ მემორანდუმს აწერენ ხელს, რომლის მიხედვით, მხარეები სოციალურ სფეროში ითანამშრომლებენ.