დღეს, 2 ივნისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსტრო მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკის" მფლობელს გამოავლენს. კლინიკის საწყისი ღირებულება 1,680 მლნ. ლარია და მისი გასხვისება 2 ივნისისთვის ჩანიშნულ ელექტრონულ უქციონზე იგეგმება.
"მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკას" 238114.43 ლარის დებიტორული და 110234.65 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს. კლინიკის საწესდებო კაპიტალი კი 642 ათას 919 ლარითაა განსაზღრული. აუქციონის პირობების თანახმად, კლინიკის ახალი მფლობელი ვალდებულია საპრივატიზებო ობიექტს სამედიცინო პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს.