მსოფლიოში მწევალთა რიცხვი ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად კლებულობს. focus.ua-წერს, რომ თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, მაშინ უახლოესი 20-50 წლის განმავლობაში რიგ განვითარებულ ქვეყნებში საერთოდ მიატოვებენ მოწევას. შესაბამისი დასკვნები გაკეთებულია Citigroup-ის კვლევებში, რომელიც 18 განვითარებულ ქვეყანაში ჩატარდა.
არსებული ტენდენციის ანალიზის საფუძველზე, Citigroup-ის მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ 2028 წლისთვის მწეველთა რაოდენობა შვედეთში, ფაქტობრივად, ნულის ტოლი იქნება. ამჟამად ამ ქვეყანაში უფროსი ასაკის მოსახლეობის 15 % ეწევა.
ავსტრალიაში მწეველთა რაოდენობის მინიმალიზაციას 2030 წლისთვის ელოდებიან, ამჟამად მწეველთა რაოდენოიბა ქვეყანაში 17 %-ია.
შემდგომ სტატისტიკა ასე გამოიყურება: ისლანდია (2033 წელი, 16 %), 2040 წელი- კანადა (18%), დიდი ბრიატენთი (21%); აშშ (2046 წელი, 21 %) ჰოლანდია (2048 წელი, 28%), ბელგია (2051 წელი, 20%), იაპონია (2054 წელი, 24%), ესპანეთი (2056 წელი, 26%), ახალი ზელანდია (2058 წელი, 18%), იტალია (2091 წელი, 23%), ფინეთი (2093 წელი, 21%), საფრანგეთი (2118 წელი, 25%), საბერძნეთი (2231 წელი, 40%).
სიის ბოლო ადგილზეა გერმანია, სადაც მოწევას 2080 წელს მიატოვებენ. ამჟამად ამ ქვეყანაში ქვეყნის მოსახლეობის 23 % ეწევა.
Citigroup-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მოწევის მიტოვების ტენდენცია საკმაოდ გრძელვადიანია, თუმცა, ამის მიუხედავად, თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს სოლიდური მოგების მიღება კიდევ 9 წლის განმავლობაში შეეძლებათ.