"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წვერებს დღეს არ მიეცათ საშუალება რომ შესულიყვნენ კრების ოფისში, ამიტომ მათ ბრიფინგის ჩატარება მოუწიათ შენობასთან.
აღმასრულებელი საბჭოს ლიდერის ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით მათთვის უცნობია თუ რატომ არის დალუქული ოფისი და შესაბამის უწყებებს ამის შესახებ მათთვის არაფერი უცნობებიათ. მისივე თქმით ოფისი დალუქეს 26 მაისის სისხლიანი დარბევის შემდეგ იმავე ღამეს.