კომპანია „ნატახტარის" სოციალური პასუხისმგებლობას ახალი მიმართულება დაემატა. "ნატახტარის" დონორობით, კამპანია „საჭესთან ფხიზლად!" დაიწყო.
11 მაისს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისში", საგზაო უსაფრთხოების კამპანიის „საჭესთან ფხიზლად!" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don't Worry, Be Healthy!"-ის ფარგლებში გაიხსნა. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის." კამპანიის დონორები არიან: კომპანია „ნატახტარი", სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აიჰოლდინგი", „ტოიოტა კავკასია" და აშშ-ს საელჩო საქართველოში.
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ნასვამობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას. პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან იმ სამინისტროებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით საგზაო უსაფრთხოებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევიან.
ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრემა გაიკეთეს სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებულ სამკერდე ნიშნები, რითიც მათ საგზაო უსაფრთხოების საკითხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
11 მაისი არის გაეროს საგზაო უსაფრთხოებისთვის ათწლეულის გლობალური კამპანიის ოფიციალური გახსნის თარიღი, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნეს. საქართველოში კი ეს დღე საგზაო უსაფრთხოების კამპანიის „საჭესთან ფხიზლად!" გახსნით აღინიშნა.