საკრებულოს წევრ ნათელა მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლებას სისხლიან რუსთაველზე აღლუმის ჩატარების უფლება არ ჰქონდა.
"ეს იყო დაგეგმილი ანგარიშსწორება საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ოპონენტბის მიმართ. ხელისუფლებას არანაირი უფლება არ ჰქონდა სისხლიან რუსთაველზე აღლუმი ჩაეტარებინა", - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს სამართალდამცველმა უწყებებმა პარლამენტთან "სახალხო კრების" საპროტესტო აქცია დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით, დარბევისას 2 ადამიანი დაიღუპა, 40 ადამიანი დაშავდა და 90 დააკეს.