ეგვიპტემ ტურისტების მისაზიდად ახალი ტურისტული კამპანია დაიწყო. კამპანიის სლოგანია "ტახრირი: მოედანი რომელმაც შეძრა მსოფლიო", წერს გაზეთი The Daily Telegraph.
ეგვიპტის ხელისუფლებას სურს რევოლუციის შემდგომ, ტურისტების ყურადღება მიაპყრონ იმ პროცესებს, რომელიც ახლა ეგვიპტეში მიმდინარეობს. ეგვიპტის მთავრობა ცდილობს, შეიქმნას ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯი, რომელმაც წარმატებით გადალახა კრიზისი.
უნდა აღინიშნოს, რომ ეგვიპტეში ამ დღეებში აქამდე უცნობი 17 პირამიდა აღმნოაჩინეს და ასევე გამოვლენილი იქნა 1000-ზე მეტი სხვადასხვა სამარხი.
2011 წლის პირველ კვარტალში, ეგვიპტეში ტურისტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46 %-ით შემცირდა, რამაც ქვეყანას 2,27 მლრდ. დოლარი დააკარგვინა.