საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ზაზა გაბუნია საკუთარი პოზიციის არდაფიქსირებაში დაადანაშაულა.
აღნიშნული ბრალდების შემდეგ მოხდა ორ პიროვნებას შორის შეკამათება. ოპოზიციონერი დეპუტატების საკრებულოს სხდომის დატოვების დროს კი ზაზა გაბუნია მიიჭრა ნაცვლიშვილთან და მოთხოვა განემარტა მისდამი წაყენებული ბრალდება. ნაცვლიშვილს გამოექომაგნენ უმრავლესობის სხვა წევრები და ადგილი ჰქონდა მცირე შეხლა-შემოხლას, რაც გაშველებით დასრულდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გაბუნიას უმრავლესობის რამდენიმე წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. ინცინდენტი დასრულებულია. საკრებულოს სხდომა ჩვეულ რეჟიმში გარძელდება. თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე. მათ მიიღეს გადაწყვეტილება სხდომის დატოვების.