თბილისის საკრებულოს ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომა დატოვა. მათ საკრებულოს სხდომას პროტესტი მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც სხვა დეპუტატებმა მათი წინადადების კენჭისყრაზე გატანას მხარი არ დაუჭირეს.
წინადადება 26 მაისს მომხდარი დარბევის შესახებ დროებითი კომისი შექმნას შეეხებოდა, რომელსაც უნდა გამოეძია, რა ხერხებით დაშალეს ქართულმა სამართალდამცავმა უწყებებმა საპროტესტო აქცია.
"ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება და უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს და შეისწავლის 26 მაისის ღამეს პარლამეტთან მოხდარ ფაქტს. პოლიციამ დაარბია მშვიდობიანი მოსახლეობა - ეს რომ სადამსჯელო ოპერაცია იყო ამას უტიაშვილის პირველი განცხადებაც ადასტურებს, როდესაც თქვა, რომ გვყავს 18 დაშავებული ადამიანი", - განაცხადა სხდომაზე დეპუტატმა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, საკრებულო ვალდებულია ჩაერიოს ამ საქმეში, რათა აღარ მოხდეს დედაქალაქში მსგავსი ფაქტები და აღარ განმეორდეს ხელისყუფლების მხრიდან ასეთი ძალადობრივი ქმედებები" _ განაცხადა საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და საკრებულოს დეპუტატმა თინა ხიდაშელმა.
ამ განცხადებას და დროებითი კომისიის ექმნას მხარს უჭერენ როგორც ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატები ასევე ფრაქციები "დედაქალაქი" და 'ჩვენი თბილისი".
საკითხი კენჭისყრისას 30 ხმით 9 -ის წინააღმდეგ ჩავარდა, რის გამოც თბილისის საკრებულოს ყველა ოპოზიციურმა დეპუტატმა სხდომა დატოვა.