ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პაკისტანს სტუმრობს. როგორც BBC იუწყება, კლინტონის პაკისტანში ვიზიტი უსაფრთხოების გამო დაანონსებული არ იყო. დასავლური მედიის ინფორმაციით, კლინტონის ვიზიტის უმთავრესი მოტივი ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობაა.
კლინტონი პაკისტანში შეხვედრებს გამართავს პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარისთან, არმიის პირველ პირებთან და პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის უფროსთან. ჰილარი კლინტონი პაკისტანს "ალ-ქაიდასთან" და "თალიბანის" წინააღმდეგ უფრო ძლიერი ბრძოლისკენ მოუწოდებს.
მსოფლიოს ექს ნომერ პირველი ტერორისტის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, ეს პირველი მაღალი დონის ვიზიტია პაკისტანში. ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ პაკისტანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ამერიკელმა მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ პაკისტანის სადაზვერვო სამსახური მჭიდროთ თანამშრომლობს ექსტრემისტულ დაჯფუფებებთან. თავის მხრივ პაკისტანმა პენტაგონს პაკისტანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა.
დასავლური მედიის მტკიცებით, ამერიკასა და პაკისტანს შორის ურთიერთობა ყოველთვის იყო მძიმე და მყიფე, მაგრამ ახლა დაძაბულობა ძალიან მაღალ საფეხურზე ავიდა.