დიდი რვიანის სამიტი სრულდება. ფორუმის დასკვნით დღეს ფორუმის წამყვანი ქვეყნების ლიდერები აფრიკის კრიზისის დაძლევის გზებს განიხილავენ. ასევე ისაუბრებენ მსოფლიო ფინანსური სისტემის სტაბილიზაციისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურაზე.
სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს. დიმიტრი მედვედევმა მოლაპარაკება უკვე გამართა ფრანგ და ამერიკელ კოლეგებთან. ნიკოლა სარკოზი რუს კოლეგას რუსეთისათისათვის ავიამზიდ "მისტრალის" გადაცემაზე ესაუბრა. ბარაკ ობამასთან შეხვედრა კი ძირითადად ანტისარაკეტო სისტემების საკითხს დაეთმო.