"ხულიგნების ლიდერი", - ასეთ შეფასებას აძლევს "ჯეიმსთაუნის" ფონდის ანალიტიკოსი ვლადიმერ სოკორი "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს.
თბილისში მყოფი სოკორი 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის, რაც მოხდა, არა პოლიტიკური პროცესი, არამედ ხულიგნობა იყო.
"მათ სურდათ სამოქალაქო დაპირისპირება ქვეყანაში, რომელიც შესაძლებელი იყო ომში გადაზრდილიყო. რაც რუსთაველის განზირზე მოხდა მე პოლიტიკურ პროცესს ვერ ვუწოდებ. ეს იყო ხულიგნობა, რამდენიმე ასეული და შეიარაღებული მოძალადე ექსტრემისტის მიერ ჩადენილი.
ეს არ არის პოლიტიკა, ქართული ოპოზიციის ნაწილს მე კონსტიტუციურ ოპოზიციას ვუწოდებ, მეორე ნაწილს კი ხულიგნურ ოპოზიციას. ბურჯანაძეს კარგად ვიცნობდი, როდესაც იგი პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი იყო. მაშინ იქ ქალბატონი იყო, ახლა კი დეგრადაცია განიცადა და თავის მეუღლესთან ერთად ხულიგნების ლიდერი გახდა. მათ სურდათ სამოქალაქო დაპირისპირება ქვეყანაში, რომელიც შესაძლებელი იყო ომში გადაზრდილიყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართული პოლიციის ქმედება აბსოლუტურად გამართლებული იყო. რუსეთისათვის ხელსაყრელია არეულობა საქართველოში, რუსეთი ბედნიერი იყო 90-იან წლებში როდესაც საქართველო სამოქალაქო ომში იყო ჩართული და სეპარატიზმს ებრძოდა. რუსეთს ამ ისტორიის გამეორება სურს, როდესაც ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ დღევანდელი საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო, რომელსაც აქვს საკუთარი კონსტიტუცია და ჰყავს საკუთარი მთავრობა, რომელსაც ევროატლანტიკური კურსი აირჩია", - აცხადებს სოკორი.