საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კნუტ ვოლებეკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი მისი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 24-26 მაისს აფხაზეთის რეგიონშიც იმყოფებოდა.