"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე შვილთან, ანზორ ბიწაძესთან სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე საუბარს უარყოფს.
"შეიძლება მსგავსი სიტყვები და ფრაზები სხვადასხვა დროს ყოფილიყო ნათქვამი, თუმცა ერთ კონტექსტში არ ყოფილა. მსგავსი მეთოდებით სააკაშვილი ვერაფერს მიაღწევს და მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას ამ რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ოპერატიული მასალა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბურჯანაძე ანზორ ბიწაძესთან საქართველოში მოვლენების ეგვიპტური სცენარით განვითარებაზე საუბრობს.