"ნინო ბურჯანაძისა და მისი შვილის საუბრის ჩანაწერი არის კიდევ ერთი ამაზრზენი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად ამორალურ და გამყიდველ მოღალატეებთან გვაქვს საქმე", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, აუდიოჩანაწერიდან ნათლად ჩანს, რომ ეს ადამიანები ოცნებობენ კოჯრის ბატალიონს დაუპირისპირდნენ "გრუ"-ს სპეცრაზმის მეშვეობით.
"ესენი არიანAადამიანები, რომლებიც ძალიან ადვილად ლაპარაკობენ სამოქალაქო ომზე, ასობით დახოცილ ადამიანზე. ეს არის გარეწრების საუბარი, რაც ჩვენ დიდი ხანია ვიცით, თუმცა ახლა ეს უკვე მთელმა საზოგადოებამ გაიგო", - აღნიშნა გაბაშვილიმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ "სახალხო კრების" ლიდერის ნინო ბურჯანაძის და მისი შვილის, ანზორ ბიწაძის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია რუსეთის "გრუ"-ს საშუალებით ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე.