ახალი რევოლუცია საქართველოში სერიოზული მსხვერპლის გარეშე აღარ დასრულდება. აცხადებს რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინე ზატულინი რუსულ მედიასთან საუბარში საქართველოში წუხელ აქციის დარბევის კომენტირებისას.
"ქართული ოპოზიციის მიტინგის დარბევა, რომელიც ისევე როგორც ხელისუფლება, დასავლეთის მხარდაჭერისათვის იბრძვის, ცხადჰყოფს, რომ ახალი რევოლუცია საქართველოში, სადაც ხელისუფლება თანამედროვე ისტორიაში არც ერთხელ არ შეცვლილა კანონიერი გზით, მსხვერპლის გარეშე არ დასრულდება და შესაძლოა მას მშვიდობიან მოსახლეობას შორის სერიოზული მსხვერპლით დასრულდეს", _ აცხადებს კონსტანტინე ზატულინი.
"სააკაშვილმა აჩვენა, რომ არაფრის წინაშე არ აპირებს უკან დახევას. შესაძლო ახალ რევოლუციაზე თუ ვისაუბრებთ, იგი ალბათ უსისხლო არ იქნება", _ აცხადებს ზატულინი და დასძენს, რომ ამასთან ერთად არ არის საფუძველი იმისა, რომ ოპოზიცოიას არ დაუჯერო, რომელსაც სააკაშვილის დამხობა სურს და ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მზადაა გამწვავებაზე წავიდეს.
"თუმცა ილუზიებით არ უნდა ვიკვებებოდეთ, ვინაიდან ოპოზიცია, ისევე როგორც ხელისუფლება დასავლეთზე და ნატოში შესვლაზეა ორიენტირებული და ანტირუსულად არის განწყობილი. მიტინგის ჩატარება, რომელსაც ხელისუფლება არბევს ერთ რამეს ისახავდა მიზნად - მიეპყროთ დასავლეთის ყურადღება და მისი მხარდაჭერა მოეპოვებინათ. ოპოზიცია ხომ ისევე როგორც დასავლეთის ხელისუფლება დასავლეთზე ლოცულობს და ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს სათავეში, მაქსიმუმ, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს ეს ოფიციალური ურთიერთობების აღდგენაა", _ აცხადებს ზატულინი.