საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, გუშინდელი აქციის დაშლა სამართალდარღვევის ფაქის აღკვეთა იყო. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს აღლუმის დასრულების შემდეგ განუცხადა, გუშინდელი ინციდენეტები არ შიეძლება შეფასდეს, როგორც აქციის დაშლა, რადგან მარგინალური ბრბო ცდილობდა ქართველი ხალხისთვის ყველაზე წმინდა დღე წაერთმია, რომელიც კალენდარში აქვს.
"ვერ დაუშვებთ რომ დამოუკიებლობის დღე ვინმემ წაგვართვას", - აცხადებს ვაშაძე.
მასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ აღლუმი ძალიან შთამბეჭდავი იყო. განსაკუთრებით კი ის მომენტი,, როდესაც პრეზიდენტმა და ჯარმა წუთიერი დუმილით აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვერგო დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება. ახლა მთავარია ეს დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ", - განაცხადა ვაშაძემ.