შინაგან საქმეთა სამინისტრო „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა.
- ნინო, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გუშინ, გთავაზობ ასეთ რაღაცას, რომ ერთი კვირის მანძილზე შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება ქართული პარტია და ესენი გადავაგოროთ. მაინც შეიძლება გამოვიდეს, თუ პასუხისმგებლბას იღებ, მაშინ სამოქალაქო ომზე წასვლაც ღირს. 100 კაცის სიკვდილითაც და 500-ისაც
- ხო ეგრეა. კი
- ყველა ერმა ვინც რაღაცას მიაღწია, სისხლი არის მიწა მოღწყული სუყველასი
- ამასაც არ აკლია
- არ აკლია ეგრეც არ არის. 200 წელი სისხლი არ დაღვრილა. მერე იცოდე პროცესს თუ დაიწყებ იქ უკვე ერთ კაცს ფეხი მოტყდა და ორს თავი მოეჭრა ვსიო. მორჩა დამთავრდა რა. მორჩა იქ უკვე უკან სვლა აღარ უნა დაიწყო რა. და 40 % მხარს რო უჭერს სააკაშვილს მე მაგაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. განათებული რომ ჰქონდეთ ამათ ტვინი მაშინ რევოლუცია არ იქნებოდა საჭირო. რის საფუძველზე ამბობენ 40 %-ს? 40%-ს ამბობს რომ სააკაშვილს მისცემს ხმასო?
- აუ, ეხლა ესე დეტალურად არ ვიცი, მაგრამ მითხრეს ესე.
- რეალურად მიგაჩნია შენ?
- არ ვიცი ანზორიკო რა, ჩვენ მაინც ჩვენს წრეში ვტრიალებთ რა.
- ჩვენ რამდენი გვიჭერს?
- ჩვენ ვის?
- რევოლუციონერებს
- 35 არის უკმაყოფილო და 15 პირდაპირი მხარდამჭერი რა
- რა გინდა მაშინ? პიდისიატ ნა პიდისიატ
- ხო რეალურად ეგრე არი. არა. საზოგადოება ძალიან გაყოფილია, რუსრეთთან დაკავშირებითაც 50/50-ზეა.
- ხოდა გეუბნები კავკასიური ცარცის წრეა რა. 2 წლის ნაომარ ქვეყანაში 50 % ცოტაა?
- არა, ცოტა კი არა ძალიან ბევრია. მტრის განცდა 50 %-ში ვაფშე არ არის.
- მხარს რამდენი უჭერს რუსეთთან დაახლოებას?
- არა დაახლოვებას ყველა უჭერს მხარს
- და პრორუსული 50 ხო?
- იცი რა ეხლა, ისიც არ მინდა რომ მოგატყუო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პოლარიზებულია საზოგადოებაო. ახლა მე მითხრა რომ თქვენი ნაწილობრივო დაგაზარალათო რუსეთთან ურთიერთობამო ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ პრაქტიკულად შუაზე გაყოფილიაო
- 30 000 კაცი გამოვა
- მე მეტი მგონია. აუ როგორ გვჭირდება ისა.
- თავისუფლების მოედანს გაავსებს ეგა? ხოდა მოვიდეს ეხლა და მითვალოს იქა ოცდაათია თუ სამოცდაათი
- აუ ორგორ გვჭირდება ისა.
- იქნება მოვასწროთ, იმათ არაფერი არ უნდათ ნინო. გადარიცხვის მეორე დღესვე ჩათვალე ვსიო. ესენიც როგორ გაყუჩულები არიან?
- ვინ ნაცები? ელოდებიან ჩვენ რას ვიუზავთ. მაგენი არიან რთულ სიტუაციაში. პაბალშომუ ისე მივყვებით ფუ-ფუ-ფუ, რომ რეალურად ვერაფერში ვერ გედავებიან რა
- ვიდეოები და რაღაცეები ექნებათ და გამოგვიჭერენ. აი აქაც თუ გვისმენენ და...... ეგვიპტის ვარიანტი იქნება დროებითი მთავრობა უნდა იყოს ყველა ვარიანტში. ეს კრება რაღად გინდა მაშინ? კომიტეტამ კომენდანტსკი ჩას კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა. მაგრამ ეგვიპტეში დაალაგეს 3 თვეში და ტურისტები ჩავიდნენ, მაგრამ იქ ჯარია ძლიერი. ჩვენი ჯარიც კი დაგიდგება გვერდზე, მაგრამ მთხლეა, რად გინდა, ჯარში ისეთი სიტუაციაა, რომ უფ.
- ხო?
- არა რას ლაპარაკობ, ჯარი დაივიწყე ვაფშე.
- აბა პოლიცია ვერ მოგვერევა. კოჯორის ბატალიონი გვესვრის ვითომ?
- არა კაცო რა სისულელეა. შეიძლება კოჯრის ბატალიონმა გადაგიკეტოს გზა. ჩაგიყენოს ტანკი, ბეტეერი, მაგრამ არ გესვრის
- რატომ ხარ ეგეთი დარწმუნებული?
- იცი რა - კოჯრის ბატალიონი თუ მესვრის, პირველ იერიშს ავიცილებ და დადგეს და გრუ-ს სპეცნაზთან გაარკვიუოს ურთიერთობა