საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს საბჭოთა იმპერიის აღდგენის დაწყება საქართველოდან სურს.
„დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში ჩვენ ჩვილი ბავშვივით ისედაც უსუსურ სუვერენიტეტს მუდმივად თავს ესხმის ბევრად უფრო დიდი და დიდი რესურსების მქონე სამხედრო ძალით შეიარაღებული და თავზეხელაღებული ჩვენი მეზობელი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს აღადგინოს თავისი იმპერია და ამას საფუძველი უნდა ჩაუყაროს სწორედ საქართველოში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო აღლუმზე სიტვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში „ჩვენს თავზე ყველა ქარიშხალმა და ყველა ქარბორბალამ გაიარა, რომლის წარმოდგენაც მსოფლიო ისტორიას არ შეუძლია".
„გამოვიარეთ ქაოსის და განუკითხაობის წლები. ნგრევის, სისხლისღვრის, სამოქალაქო ომის, შიმშილის, მაგრამ საბოლოოდ მაინც წამოვდექით ფეხზე", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.