"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ბათიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან "უკვე დაემუქრა".
მისივე თქმით, ირაკლი ბათიაშვილის ადგილსამყოფელი მისი ახლობლებისათვის ამ დრომდე უცნობია და მას ვერსად ვერ პოულობენ.
ბაია ბათიაშვილი ასევე აცხადებს, რომ მის მეუღლესთან ერთად ასევე დაკავებულია და გაუჩინარებულია მისი ძმა.
"სადღაც ჰყავთ და მალავენ, ყველა ყველაფერს გვიმალავს. ამჟამად გვითხრეს, რომ დიღომში სამმართველოში იმყოფება, მაგრამ იქ პასუხს არავინ გვცემს. ვიყავით ასევე მოდულში, თუმცა არც იქ გვეუბნება ვინმე რამეს. ეს ადამიანები რაღაცას მალავენ. ვშიშობ ირაკლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან უკვე დაემუქრა", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მაია ბათიაშვილი.