საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის შენობასთან აქციის დაბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„აქციის ლიდერებს სურდათ არა სიტყვის თავისუფლება, არამედ სურდათ და სურთ ძალადობა და მსხვერპლი. როცა მათ ვერ მოახერხეს გუშინ, რომ პოლიციასთან უშუალოდ შეტაკებისას მიეღოთ მათთვის სასურველი მსხვერპლი, პირველებმა სწორედ მათ, ლიდერებმა გაქუსლეს იქედან და გადაუარეს ხალხს, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა. მე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მათ ოჯახებს", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე სამხედრო აღუმზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ „სახალხო კრების" ორგანიზებული მიტინგის წუხანდელ დარბევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.