ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ საქართველოს პატრიარქს არ დაუჯერეს, რომელმაც მოუწოდა, რომ აქციის დარბევის გადაწყვეტილება შეეცვალათ.
"ვიცი, რომ პატრიარქი ჩარეული იყო. ის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებდა, რომ გადაწყვეტილება შეეცვალათ, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს. იმედი მაქვს, რომ პატრიარქი ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო პოზიციას დააფიქსირეს და საგანგებო განცხადებას გააკეთებს. გვინდა ვირწმუნოთ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი არ განადგურებულა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.