რომის პაპმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. საქართველოსა და მის პრეზიდენტს ბენედიქტ მეთექვსმეტემ ღვთის მფარველობა და კეთილდღეობა უსურვა.
„ღმერთს ვთხოვ საქართველომ ააშენოს უფრო მყარი და სოლიდარული სახელმწიფო, რომელიც გახსნილი იქნება მსოფლიოსთვის და დაიცვას მდიდარი კულტურული და რელიგიური ტრადიციები", - აღნიშნულია წერილში.