არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი დამცველი" 26 მაისს აქციის მონაწილეთა დარბევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,საზოგადოებრივი დამცველი" კატეგორიულად გმობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახურების მიერ 26 მაისს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დარბევას, "მოქალაქეების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებას, რომელმაც ყოველმხრივ შელახა ადამიანების პატივი და ღირსება".
"ამასთან ავღნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომიტინგეების მიმართ ჩაატარა სპეცოპრაცია. დაკავებულ ხალხთა რაოდენობა მიანიშნებს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად გაუსწორდა საზოგადოების იმ ნაწილს რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს.
აღნიშნული ოპერაცია, ფაქტიურად, წარმოადგენდა ანტი ტერორისტულ ოპერაციას, რომლის მიზანი იყო არა აქციის დაშლა, არამედ მომიტინგეების მასიური დაპატიმრება და მათთან ფიზიკური ანგარიშსწორება. მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრეობას, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მოახდინონ მომხდარ ფაქტზე რეაგირება და მისი სათანადო შეფასება", _ ნათქვამია " საზოგადოებრივი დამცველის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშუ.
შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი დამცველი" ახორციელებდა "სახალხო კრების" ორგანიზებულ აქციის მონიტორინგს,