ნინო ბურჯანაძე გარდაცვლილ პოლიციელზე პასუხისმგებლობას იხსნის.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გარდაცვლილ პოლიციელზე პასუხისმგებლობას იხსნის. როგორც ბურჯანაძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა, მზად არის მათი ოჯახის მანქანები ექსპერტიზაზე წარადგინოს.
"ეს მანქანები არც ვიცი ვის ეკუთვნის და არ ავიღებ პასუხისმგებლობას. ყველა ჩვენს მანქანაზე მზად ვარ ამ წუთასვე ჩატარდეს ექსპერტიზა", - განაცხადა ბურჯანაძემ.