ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე ხელისუფლებას დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„26 მაისის ამ უმძიმეს ღამეს, როცა სასტიკად უსწორდებიან მშვიდობიან დემონსტრანტებს, მათ შორის ჟურნალისტებს, არიან დაშავებულები და გარდაცვლილები, მივმართავ მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს მთავრობას: შეწყვიტეთ ეს დაუნდობელი სისასტიკე და ფიზიკური ანგარიშსწორება. ხელკეტები, რეზინის ტყვიები და გაზი არ არის გამოსავალი.
ხელკეტებში ვერ დაიმალება ის უმძიმესი პრობლემები, რომელიც ქართველ ხალხ აწუხებს და რის გამოც ათასობით დემონსტრანი უკვე მერამდენედ ქუჩაში გამოვოდა", - აცხადებს კირთაძე.